ქუთაისის მერია საახალწლოდ ბავშვებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს
თარიღი : 11-12-2013, 11:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის მერიის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებისათვის 1000 ცალი საახალწლო ნობათის, ტკბილეულის მოწოდება.
ტენდერის პირობების მიხედვით, საქონელი მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის პარკებში და შემდეგ ქსოვილისაგან დამზადებულ 1000 ცალ სასაჩუქრე ქისაში (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით), ხოლო ქისას უნდა გააჩნდეს მსხვილი ასოებით გაკეთებული შემდეგი წარწერა „ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა გილოცავთ შობა-ახალ წელს 2014“.
ტენდერში მონაწილეობის მსურველების მხრიდან წინადადებების მიღება 18 დეკემბერს იწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 7 000 ლარს შეადგენს. მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2013 წლის 27 დეკემბრამდე ქალაქის მერიაში, ხოლო ნობათის შემადგენლობის (ტკბილეულის) ვარგისიანობის ვადა 2014 წლის მაისამდე უნდა იყოს.