რა დაავადებებს იწვევს სამსახურთან დაკავშირებული სტრესი და არასათანადო სამუშაო პირობები
თარიღი : 22-04-2017, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები

აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს. რესპონდენტთა მეხუთედი (20 %) კი აღნიშნავს, რომ მათი შეგრძნება და სამსახური არანაირ კავშირში არ არის.
კვლევის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მიღებული შედეგები საგანგაშოა, რადგან სამსახურით გამოწვეული სტრესი სერიოზულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზი ხდება. ადამიანები ამის გამო უჩივიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების პრობლემებს. ქრონიკული სტრესის გამო მათ ხშირად გადახრები რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხითაც აღენიშნებათ.
გარდა ამისა, თუ სამსახურში, სადაც ადამიანები დღე-ღამის მნიშვნელოვან დროს ატარებენ, არ არის სათანადო პირობები შექმნილი, დასაქმებულებს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ, ისინი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ადვილად დაღლის, უძილობის, გახშირებული თავის ტკივილისა და გაღიზიანებადობის მსხვერპლნი ხდებიან.