Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სამ სკოლაში ახალი საგანი-ბიზნეს უნარ-ჩვევები დაემატა

თარიღი : 21-04-2017, 21:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის სამი სკოლის დაწყებითი კლასების 500-მდე მოსწავლე დღეიდან ახალ საგანს -"ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის" ისწავლის. საგანი ქუთაისის 3 სკოლაში- ქართულ–ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, ი. ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლასა და ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლაში დაინერგა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს RICDOG-სა და ქართულ–ამერიკულ სკოლა „პროგრესს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი.

"მშობლებისა და სკოლის დირექციის მხრიდან ეს ბავშვის განვითარებისთვის გააზრებულად გადადგმული ნაბიჯია. ეს საგანი ხელს უწყობს მოსაწავლეებში დასაქმებისთვის მზაობასა და პროფორიენტაციის აკადემიური სტანდარტების მიღწევას. საგნის ჩატარებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ პედაგოგები. გადამზადება უზრუნველყო RICDOG-მა. საგანს კვალიფიციური კადრები წაიკითხავენ," –ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.

პროგრამები მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს ხდის მათი მომავალი სამუშაო ადგილის შესაბამისობას მათ ცოდნასა და უნარ-ჩვევებთან; უზრუნველყოფს მოსწავლეებში სოციალური მეცნიერებების საბაზისო საფეხურის სტანდარტებით გათვალისწინებული უნარ-შესაძლებლობების ჩამოყალიბებას; ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობის და პროფორიენტაციის აკადემიური სტანდარტების მიღწევას.

“ჩვენი საგანის სწავლება დავიწყეთ იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდანვე განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევა. სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ გაეცნონ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს. პედაგოგები ატარებენ ინტერაქტიულ, სახალისო გაკვეთილებს, რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას," -ამბობს ქართულ–ამერიკული სკოლა "პროგრესის" აღმასრულებელი დირექტორი.

საგანი- "ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის" პირველი ეტაპისთვის მეორე სემესტრის დასასრულამდე ჩატარდება. სამომავლოდ კი იგეგმება გრძელვადიანი თანამშრომლობა სხვა საჯარო სკოლებთან.


ნანახია: 1379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
ქუთაისში, მე-5 საჯარო სკოლა, სოლომონ პირველისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, სადაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობაა და
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.
შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 422 307 ლარი შეადგინა.

ამინდი