Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცოტნე ზურაბიანი სოფლების-გუბისწყლისა და პირველი წყალტუბოს მოსახლეობას შეხვდა

თარიღი : 21-04-2017, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად, ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გუბისწყლისა და პირველი წყალტუბოს მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, სოფლის მეურნეობის პროექტებში და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. სწორედ ამიტომ, ამგვარი შეხვედრები სისტემატურ სახეს მიიღებს და მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს,"- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

პარლამენტის წევრმა აღნიშნული სოფლების მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - გაზიფიკაციის სამუშაოების დაწყებაზე ისაუბრა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა გაზიფიკაციის პროექტის შემუშავებისა და სამომავლოდ სამუშაოების დაწყების შესახებ.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

NS


ნანახია: 1910-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზენტაციები და შეხვედრები უკვე რამდენიმე სოფელში გაიმართა და ეტაპრობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
სოფლის მეურნეობის პროგრამები, სოფლის განვითარების ახალი სტრატეგია, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები - სწორედ ამ საკითხებით მიდის
მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს სოფელ მაღლაკის მოსახლეობას შეხვდა.
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები განაახლა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი ორგანიზაცია 'წყალტუბოს ხალხის აზრი თვითმმართველობას'

ამინდი