Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ხვდება ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულს?-'გვირილობის' პროგრამა

თარიღი : 20-04-2017, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულის-'გვირილობის' პროგრამას აქვეყნებს. გთავაზობთ პროგრამას:

10:00 -ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიერ;
(ჩოხოსნების, საპატრიარქოს ჩოხოსნების ახალი წევრების კურთხევა. საზოგადოება „ქუთაისელი“-ს, „ბაღისკიდეს“ ჩართულობით. ღონისძიება გაიმართება ბაგრატის ტაძრის ეზოში.);

11:30 ნუმიზმატიკური გამოფენა. ქალაქ ქუთაისის მერიის ფოიეში;

11:00-დიპლომატიური კორპუსის მიღება ქალაქ ქუთაისის მერიაში.

2-3 მაისი

12:00-17:00-ყვავილების ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში (სანერგე და დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვა ცოცხალი მუსიკის თანხლებით).

2-3 მაისი
12:00-17:00- ცენტრალური ბაღში. კომპანია„FLORA WESTLAND". სანერგე და დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვა მუსიკალური გაფორმებით.

2 -3 მაისი- 12:00- 18:00- წიგნების ფესტივალი. “პალიტრა L” პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

2 მაისი-11:30-12:00 „გვირილობა" -2017“-მერიის მიმდებარე ტერიტორია. თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსი.

2 მაისი- 12:00-12:30-სამი ოთარის ძეგლის პატივგება.

2 მაისი 12:00- დან დღის განმავლობაში,ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების გამოფენა. საგამოფენო დარბაზი „ვარლა“.

2 მაისი -12:30-„გაცოცხლებული დები იშხნელები“,(მოსწავლეები შეასრულებენ მუსიკალურ ნომრებს დები იშხნელების რეპერტუარიდან )ცენტრალურ ბაღში.

2 მაისი- 12:00-დან დღის განმავლობაში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ მსურველთათვის სახეების მოხატვა და ჩანახატების შექმნა. სტენდებზე ფოტოგადაღება. ( ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორია).

2 მაისი-12:00-დან დღის განმავლობაში, ხელნაკეთი ნამუშევრების და გვირილების გამოფენა-გაყიდვა ქველმოქმედების მიზნით ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2 მაისი-12:00-დან დღის განმავლობაში ფოტოგამოფენა.ბაღის კიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2 მაისი- 12:00-დან დღის განმავლობაში, პუშკინის ქუჩაზე იმერული საოჯახო მარნების ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.

2 მაისი-12:00-დან დღის განმავლობაში, ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა.მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2 მაისი- 14:00-დან დღის განმავლობაში, ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა TBC - გალერეაში.

2 მაისი-14:00-დან დღის განმავლობაში, ცენტრალური მოედანზე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

13:00-დღის განმავლობაში, ორმაისობის რეტრო-ფოტო-ატელიე მიმების მონაწილეობით. მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. (ფოტოსტენდი საშა ჩიქოვანისა და სხვ ცნობილი ქალბატონების გამოსახულებით, რომელზეც იქნება ამოჭრილი სახეები, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ ფოტო).

2 -3-მაისი 11:00-დან დღის განმავლობაში,საბავშვო ატრაქციონები.მ.ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2 მაისი-12:00-დან დღის განმავლობაში,ტყვიის სროლა. მუზეუმის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2 მაისი-12:00-დან დღის განმავლობაში, ცენტრალურ ბაღში -მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, ქუჩის ხელბურთი, ტანვარჯიში, ფარიკაობა, მინდვრის ჰოკეი.

16:00-16:30-ჯომარდობა მდინარე რიონზე.

2 მაისი 14:00- ქართველ და ებრაელთა მეგობრობის ხეივანის გახსნა, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში. თაბუკაშვილის ქ. N2.

10:00-16:00-კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი, მუხნარის ტყე.

2 მაისი, 14:00-17:00-ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში.

14:00-დან დღის განმავლობაში, იმერეთის რაიონების შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი.

2 მაისი- 16:00 სთ, ნიღბების თეატრალიზებული პერფორმანსი ბავშვებისთვის, ქალაქის რეაბილიტირებული უბანში.

2 მაისი 17:00-თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ნაბო“, ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში.

2 მაისი 15:00-„რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული. კინოთეატრი „საქართველო-“ს შენობა.( „ჩვენ ჩვენი წინაპრებიდან მოვდივართ“) 17:00-„მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“.ორგანიზატორი ინეზა ავალიანი.

2 მაისი-19:00 -ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სარეკლამო ვიდეორგოლის პრეზენტაცია და კონცერტი, ლ.მესხიშვილის სახ. პროფესიული დრამატულ თეატრში.

2 მაისი-21:00- კონცერტი როძევიჩის ქ. #2-ში სკოლა ლამპართან „ლამპარი“ DJ EDO.

2 მაისი- 21:00-გალა-კონცერტი, ცენტრალური მოედანი DJ Zapa; ჯგუფი „ურსა“ და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“.

3 მაისი-12:00-„გაიცანი ჩემი ქალაქი“ (ქუთაისის უბნების ისტორია)გამარჯვებული ვებგვერდის/ბლოგების დაჯილდოება,მერიის სხდომათა დარბაზში.

3 მაისი-12:00-„შემოქმედი მასწავლებლების კრებული-“ს პრეზენტაცია,მერიის სხდომათა დარბაზში.

3 მაისი,13:00-გოგილო ნიკოლაძის მემორიალური დაფის გახსნა. გოგილო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.

3 მაისი,14:00-კიშინიოვის ფოლკლორული ანსამბლი „რაფსოდია“ს კონცერტი, აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი დარბაზში.
3 მაისი,17:00-„ფერების ფესტივალი“,ბალახვნის 100 საფეხურიან კიბეებთან.

3 მაისი, 16:00- ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის „სავარძელი“ პრემიერა„. (რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეულის“დახურვა.)

3 მაისი-18:00-თემურ ყვითელაშვილის კონცერტი, ლ.მესხიშვილის სახ.პროფესიული სახელმწიფო დრამარული თეატრში.


ნანახია: 5601-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნავად მიმდინარე წელს ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში ჩატარდება.
ქუთაისქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში 2 მაისს დაიწყება და 5 დღე გაგრძელდება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სია ასეთია:
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებათა პროგრამას:
17 დან 20 მაისის ჩათვლით ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ამინდი