Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეცნიერება სახალისოა,'- სამეცნიერო პიკნიკი წერეთლის უნივერსიტეტში

თარიღი : 19-04-2017, 19:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო პიკნიკი სახელწოდებით „მეცნიერება სახალისოა“ გაიმართება.

"ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისათვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაც. ღონისძიების მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები.

სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში/პავილიონებში ჩატარდება საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები სხვადასხვა მიმართულებებით.
სამეცნიერო პიკნიკი დასავლეთ საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის რეგიონის (ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგოული, ხონი) სკოლების IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები,“ - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

როგორც ცნობილია, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.


ნანახია: 2399-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისისა და თელავის შემდეგ, პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავს მიეძღვნა.

ამინდი