Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოთარ კახიძეს კოლეგა დეპუტატმა საფერფლე ესროლა-დეპუტატს თავი აქვს გატეხილი

თარიღი : 19-04-2017, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოპოზიციონერი დეპუტატი ოთო კახიძე საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან თავგატეხილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კახიძე დეპუტატების ოთახში მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაშავდა. როგორც ცნობილია, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, თუმცა ნასროლი ნივთი ოთარ კახიძეს მოხვდა.

დაშავებული ოპოზიციონერი დეპუტატი მისმა კოლეგამ გიორგი ტუღუშმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

პარლამენტში დღეს სხვა ინციდენტიც მოხდა. დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე წყალი შეასხა. ემზარ კვიციანის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უმცირესობის წარმომადგენლები სუს-ის უფროსის მოხსენების ნაწილის დახურვას აპროტესტებდნენ.

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას პარლამენტის სხდომაზე წყალი შეასხა. ემზარ კვიციანის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უმცირესობის წარმომადგენლები სუს-ის უფროსის მოხსენების ნაწილის დახურვას აპროტესტებდნენ.
ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას მისამართით საკანცელარიო ნივთი და წყლის ჭიქა ისროლა.

ემზარ კვიციანის თქმით, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის საკანონმდებლო ორგანოში, რა აზრი აქვს დაიხურება თუ არა სხდომა.

აღნიშნული გამოსვლის შემდეგ სხდომაზე კვიციანის მისამართით რეპლიკები გაჟღერდა, რასაც კვიციანის გაღიზიანება მოჰყვა.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის ყოველწიურ გამოსვლას უსმენდა.


ნანახია: 2218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო კვიციანის მხარდამჭერებმა აქცია დღეს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართეს.
აქციის მონაწლეები აცხადებდნენ,რომ კვიციანს საპყრობილე დაუყონებლივ უნდა დაატოვებინონ, რადგან მისი ციხეში ყოფნა დანაშაულია.
დაპირისპირება დამოუკიდებელი დეპუტატის “მწვანეთა პარტიის” წევრის გია გაჩეჩილაძის გამოსვლას მოჰყვა.
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან

ამინდი