Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

10 წელი ელექტროენერგიის გარეშე-სოციალურად დაუცველი ქალბატონის მძიმე ყოველდღიურობა ქუთაისში

თარიღი : 19-04-2017, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მაია ტაბლიაშვილი ქუთაისში, ნეკრასოვის ქუჩაზე ცხოვრობს. მარტოხელა ქალბატონის თავშესაფარს მშობლების მიერ დატოვებული ის სახლი წარმოადგენს, რომელიც ამორტიზებულია. ქალბატონს არსებობისათვის საჭირო ყველა ნივთი ერთ ოთახში აქვს თავმოყრილი. თავადაც იქ იძინებს და იკვებება. სახლის ავარიულობას ისიც ემატება, რომ შენობა გადახურვას საჭიროებს. გადასახური მასალის მისაღებად მაია ტაბლიაშვილმა ქუთაისის მერიაში განცხადება უკვე დაწერა, თუმცა არ იცის როდის შეძლებს მასალის მიღებას.

სოციალურად დაუცველი ქალბატონისათვის პრობლემას ქმნის ისიც, რომ შენობაში არ არის ელექტროენერგია. მაია ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ათი წელია ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე უწევს. სახლში შუქის შეყვანას კი მანამ ვერ შეძლებს, ვიდრე შენობას საკუთარ სახელზე არ დაირეგისტრირებს.

"მრცხვენია ასეთ პირობებში რომ ვარ, მაგრამ რა ვქნა? ვერაფერს ვაკეთებ," - აღნიშნავს მაია ტაბლიაშვილი.

ღატაკი ოჯახებისათვის სახლების გადახურვის პროგრამა-ამგვარი სახელწოდებით პროგრამა ქალაქის მერიაში უკვე მესამე წელია მოქმედებს. მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ მწირი ბიუჯეტის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა განცხადების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე მერია ტენდერს იმ მოქალაქეების სახლების გადასუხურად აცხადებს, რომელბმაც ადგილობრივ ხელისუფლებას 2015-2016 წლებში მიმართეს.

"ამის შემდეგ დაიწყება იმ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, რომელთაც მერიას 2017 წელს მიმართეს. 300 000 ლარია პროგრამის ბიუჯეტი და ყველას დაკმაყოფიელბა ვერ ხერხდება," - ამბობს ნაკაშიძე.


ნანახია: 1183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახლების გადახურვის მიზნით საპროტექტო დოკუმენტაციის შესასყიდად ქალაქის მერიამ ტენდერი მესამედ
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება.
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც
პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 60 სახლის სახურავის გამოცვლას ითვალისწინებს.
მოსახლეობამ ჯერ არ იცის შეძლებს თუ არა საკუთარი სახსრებით მერიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დარიგებული მასალის გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში უკვე მეხუთე დღეა ძლიერი ქარია.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს)
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი