Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში 22-27 აპრილს წვიმიანი ამინდი იქნება

თარიღი : 18-04-2017, 16:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოში, 22-27 აპრილს დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ნალექის ინტენსივობა დღის მეორე ნახევარში შესუსტდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე იქროლებს ქარი. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 16-21 გრადუსი იქნება.
თბილისში ამაღამ და დილის საათებში იქნება ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18 გრადუსია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება.

20 აპრილს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 24 გრადუსამდე, თბილისში - 24 გრადუსი.

21 აპრილს, დღის ბოლოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება.

22 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, საქართველოში დროგამოშვებით არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ipn.ge


ნანახია: 1457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად წვიმიანი და არამდგრადი ამინდი იქნება.
10 აპრილს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპერატურა 11 აპრილსაც შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში.

ამინდი