Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ცდილობდნენ პოლიციელები ქუთაისში მომხდარი მკვლელობის გახსნას?

თარიღი : 10-12-2013, 14:30 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის პოლიციის პირველ განყოფილებაში სამართალდამცავები სოციალურად დაუცველი ბადრი გამთენაძისგან მკვლელობის ფაქტის აღიარებას მისი შეშინებით ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამთენაძის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
ბადრი გამთენაძის მამის ვახტანგ გამთენაძის განცხადებით, ქალაქის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი შვილი გუშინ წაიყვანეს. 38 წლის ბადრი გამთენაძეს, რომელიც ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე მტვირთავად მუშაობს,
„ჩემს შვილს ჯერ წყალი გადაასხეს შიშველ ტანზე, შემდეგ თავზე ბოთლი დაადეს და უთხრეს, რომ ესროდნენ. ამის შემდეგ ფანჯარასთან მიიყვანეს და უთხრეს, მესამე სართულიდან თუ გადახტებოდა. როდესაც ჩემმა შვილმა გადახტომა დააპირა, გამოიყვანეს. ჩემი შვილი იმ დღეს მთელი დღე სახლში იყო და შეშას ჩეხავდა. ახლა შეშინებული, საწოლში წევს და ზევით ვერ დგება,“ - ამბობს ვახტანგ გამთენაძე.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე მომუშავე მტვირთავი გასულ კვირას, საკუთარი სახლის აბაზანაში ყელგამოჭრილი და ნაწამები იპოვეს. მომხდარზე ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება ბადრი გამთენაძის დაშინებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ის პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად დაიბარეს და მასზე არავითარი სახის ძალადობა არ ყოფილა.


ნანახია: 2680-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ მამაკაცი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ დიდი რაოდენობით
19 წლის ახალგაზრდის დედა თეა თელია აცხადებს, რომ მისი შვილი სამართალდამცავებმა გუშინ იმ დროს სცემეს, როდესაც ის მეგობრიდან სახლში
სამტრედიის სოფელ წიაღუბანში მომხდარი მკვლელობის მიზეზად, გარდაცვლილი მამაკაცის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ.
პოლიციელის საქმიანობით უფლებადამცველი ორგანიზაციები დაინტერესდნენ.