Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სურვილები აუსრულა

თარიღი : 14-04-2017, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და თავმჯდომარის მოადგილეებმა, დედა-ენის დღესთან დაკავშირებით, საკუთარი ხარჯებით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სურვილები აუსრულეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

"15 თებერვალს, ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საკრებულოს მიერ ორგანიზებული აქციის დროს, სადაც მიწვეული იყვნენ ქუთაისში რეგისტრირებული, ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი მათ დაპირდა, რომ სურვილებს, რომელსაც ფურცლებზე ჩამოწერდნენ, უახლოეს მომავალში აუცილებლად აუსრულებდა. დღეს, კინო "საქართველოში", საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ და დეპუტატმა გურამ ტოროშელიძემ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით პატარებს ის წიგნები გადასცეს, რომლებიც მათ სურვილის ფურცლებში ჩაწერეს. ასევე, კინო "საქართველოს" მხარდაჭერით სპეციალურად ამ დღისთვის, გამონაკლისის სახით, ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა,"-ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 2161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა- ბექა ყანჩელმა და ნიკოლოზ ლატარიამ ლეიკემიით დაავადებულ
ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის თვითმმართველობამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გასართობ ცენტრში
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით, ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის
ბავშვებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისგან საჩუქრებიც გადაეცათ.

ამინდი