ტყიბულის სოფლის მკვიდრი იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნაილი ნემსწვერიძე ქალაქ რეჯო კალაბრიას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნემსწვერიძე ლეიკემიის მძიმე დიაგნოზით რეანიიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს. ნაილი ნემსწვერიძის ქმარი აცხადებს, რომ ოჯახს ქალბატონის გადმოსასვენებლად არავითარი საშუალება გააჩნია.
"ერთი წლის წინ წავიდა იტალიაში. რამდენიმე თვის შემდეგ ლეიკემია დაუდგინდა. შემდეგ მკერდზე გაუჩნდა გამონაზარდი და ქიმიებს უკეთებდნენ. მეც ავადმყოფი ვარ. ცოტა ხნის წინ გავიკეთე გულის ოპერაცია. დახმარება ვითხოვე, მაგრამ არ დამიფინანსეს და ოპერაცია პროცენტიანი ფულით გავიკეთე. იქნებ დაგვეხმარონ," - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე ემზარ წულუკიძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურებს ოჯახის მიერ უწყებისთვის განცხადებით მიმართვის შემდეგ დაიწყებენ.