Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართველი ემიგრანტი ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო იტალიიდან სამშობლოში ვერ ბრუნდება

თარიღი : 12-04-2017, 17:07 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნაილი ნემსიწვერიძე, რომელიც ლეიკემიის მძიმე დიაგნოზით რეანიიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, უსახსრობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ავადმყოფის ოჯახი ადგილობრივ ემიგრანტებს დახმარებას სთხოვს.

ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში მცხოვრები ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში წლები იმყოფება და რამდენიმე დღეა ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავესბული. მედიკოსები მის გაწერას ითხოვენ ოჯახს კი, ავადმყოფის სამშობლოში გადმოყვანის საშუალება არ აქვს.

"ემიგრაციის საერთაშორისო ხელმძღვანელი" ლედი ტუკვაძე დახმარებას იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს სთხოვს. უფლებადამცველი აღნიშნულ ქვეყანიში მყოფი ქართველებისგან სიმბოლური თანხის შეკრების მომხრეა.

"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელის ლედი ტუკვაძის განცხადებით, ქალაქ ტყიბულის გამგეობას უკვე მიმართა, მაგრამ მცირე ბიუჯეტის გამო, ემიგრანტის საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.

"ტყიბულის გამგეობას უკვე მივმართე, რადგან ავადმყოფი ტყიბულელია, თუმცა გვითხრეს, რომ მცირე ბიუჯეტის გამო ვერ დაგვეხმარებიან. ასევე, საგარეო საქმეთა ადმინისტრაციის ცხელ ხაზსაც დავეკონტაქტე, თუმცა უწყებისგან პრობლემით დაინტერესება ვერ ვიგრძენი. ერთადერთი დაგვრჩენია, რომ დახმარება ქართველ ემიგრანტებს ვთხოვოთ", - განაცხდა ტუკვაძემ.


ნანახია: 10153-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს. ნაილი ნემსწვერიძის ქმარი აცხადებს, რომ ოჯახს ქალბატონის გადმოსასვენებლად
აქციის ორგანიზატორია ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი.
ოჯახმა დახმარება ემიგრაციის საერთაშორისო ცენტს სთხოვა.
ემიგრანტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკოსები სამშობლოში დაბრუნებას ურჩევენ, თუმცა მძიმე სოციალური ფონის

ამინდი