Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილი ქუთაისელები დააჯილდოვა

თარიღი : 12-04-2017, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილ ქუთაისელებს მერი ფაჩუაშვილს, ნანული კაკაურიძეს, ქეთევან უკლებას და მერაბ გრიგოლაშვილს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები“ გადასცა. შოთა მურღულიამ მათ მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ქუთაისის განვითარებაში მიუძღვით სხვადასხვა წლებში.

მერი ფაჩუაშვილი ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელით, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის, ახალგაზრდა თაობების აღზრდის, სამაგალითო ზნეობისა და ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.

ნანული კაკაურიძე ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდისა და ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ქეთევან უკლება ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეურნეო საქმიანობისა და ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი აქტიური წვლილისათვის.

მერაბ გრიგოლაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და დაბადებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად.


ნანახია: 1199-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის საჩუქრები ღვაწლმოსილ პირებს.
ქუთაისის მერმა საპატიო ქუთაისელები დააჯილდოვა.
ქუთაისის მერმა დამსახურებულ მშენებელ არქიტექტორებს, ღვაწლმოსილი და საპატიო ქუთაისელის წოდებები გადასცა.
ქუთაისის მერიის ინიციატივით უკვე მესამე წელია ქუთაიში 'მშენებლის დღე' იმართება.
ქუთაისის მერმა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს უმასპინძლა.

ამინდი