Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მომავლის ფონდის' წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თარიღი : 9-04-2017, 22:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა სულებს პატივი მიაგეს საქველმოქმედო ორგანიზაცია "მომავლის ფონდის" დამფუძნებელმა არჩილ ნიჟარაძემ და ფონდის სხვა წევრებმა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია "მომავლის ფონდი" ქუთაისში, 2016 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნდა. ფონდის ძირითად საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ქველმოქმედება და უფლებათა დაცვა. დაფუძნებიდან მცირე დროის მიუხედავად, ფონდმა უკვე შეძლო დახმარება გაეწია ბევრი ბენეფიციარსათვის და იმერეთის რეგიონში რამდენიმე საინტერესო პროექტი განეხორციელებინა.

ფონდის დამფუძნებელთა განცხადებით, მოკლე დროში ფონდის საქმიანომა მთელს საქართველოს მოიცავს.

28 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. ასევე, დაზარალდა უამრავი მშვიდობიანი მომიტინგე, იყვნენ დაჭრილებიც. დღემდე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი. ტრაგიკულ და სისხლიან ღამეს დაღუპული ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება ვერ შეძლო.

საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება.


ნანახია: 1291-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
ცამციშვილის თქმით, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა.
9 აპრილის პარკში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და გამგეობის თანამშრომლებმა
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ და დაეთვალიერებიათ ის ცვლილებები, რომელიც

ამინდი