Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დამოუკიდებლობისათის ბრძოლას შეწირულთა სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა,'- თერჯოლაში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს

თარიღი : 9-04-2017, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, საკრებულოს დავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძემ, მოადგილე სოფიო ბუსკივაძემ, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და თერჯოლის საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.

„9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეწირულთაგან უმრავლესობა ქალბატონია, რაც კიდევ უფრო სამწუხაროს და ამავე დროს საამაყოს ხდის ამ დღის მნიშვნელობას ყოველი ჩვენგანისათვის. მათი სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თერჯოლის ცენტრში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობა. თერჯოლელ მეწარმეთა მხარდაჭერით სამუშაოები უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება. იმედი მაქვს, როგორც ჩვენ რაიონში, ასევე მთელ საქართველოში დაისადგურებს ერთობა, სიყვარული, თანადგომა, გამთლიანება, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი სახელოვანი გმირები,“-განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა. ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა 9 აპრილის მოვლენების მონაწილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ.

9 აპრილის მემორიალთან ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი კოლექტივებისა და თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა მონაწილეობით, ხოლო დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

NS



ნანახია: 1520-ჯერ

მსგავსი სიახლეები
9 აპრილის პარკში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და გამგეობის თანამშრომლებმა
ჭიათურაში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველი გმირები გაიხსენეს.
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დღეს, 7 აპრილს სამუშაოები გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა მოინახულა.

ამინდი