ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის მოედანი აშენდება
თარიღი : 9-04-2017, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები

ორ-სამ წელიწადში ტყიბულს რაგბის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სტადიონი ექნება,- ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
“უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რაგბის პოპულარობამ განსაკუთრებულად იმატა. რაგბი ერთადერთი სათამაშო დისიპლინაა, სადაც მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები უძლიერეს თორმეტეულში შედის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ასპარეზობაში მონაწილეობს.
საქართველოს მთავრობამ რაგბის აღმავლობისა და პოპულარიზაციისათვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რაც მუნიციპალიტეტებში სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობასაც გულისხმობს. ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, ტყიბულის მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელობამ 2014 წელს დააფუძნა და სათანადოთ დააფინანსა ა.(ა.)ი.პ. ტყიბული სარაგბო სკოლა.
მას სათავეში ჩაუყენა ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი როზბერტ ობოლაძე. სკოლამ აქტიურად დაიწყო მუშაობა და პირველი შედეგები უკვე სახეზეა. თუმცა, სკოლას არ გაააჩნია სათამაშო მოედანი. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით გადაწყდა სავარჯიშო და საშეჯიბრო სტანდარტული სარაგბო მოედნის მშენებლობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულში იმყოფებოდნენ საქართველოს სარაგბო კავშირის წარმომადგენელი გია კობახიძე და სპორტული ბაზების მშენებლობის კოორდინატორი გაიოზ მონიავა.
მათი ჩამოსვლის მიზანი იყო შეერჩიათ სტადიონის მშენებლობისათვის შესაბამისი ტერიტორია და მოემზადებინათ საჭირო დოკუმენტაცია, რაც წარმატებით იქნა გადაჭრილი. როგორც გაირკვა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს საპროექტო სამუშაოები, ხოლო მომავალ წელს დაიწყება სტადიონის მშენებლობა,”- აღიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.