Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვალის გადახდისუუნარო მოქალაქეებს მთავრობა შეღავათებს დაუწესებს

თარიღი : 9-04-2017, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სპეციალისტები უკვე დიდი ხანია გადახდისუუნარო პირების მიმართ სახელმწიფოსგან კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ, რაც გაკოტრებულ პიზიკურ პირებს რეაბილიტაციის საშუალებას მისცემს. ასევე, პროფკავშირებმა უკვე მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ უმუშევარი მოქალაქეებისათვის ფულადი კომპენსაციის მიცემა დაიწყოს. გაერთიანებაში ამბობენ, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნაა, რადგან მას ზურგს ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა უმაგრებს.

რაც შეეხება გადახდისუუნარო პირების, მათ მიმართ საკანონმდებლო ცვლიბების მომზადების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა მომზადებული ცვლილებები მხოლოდ კომპანიებს ეხება. ექსპერტები მთავრობას გაკოტრებულად გამოცხადებული მოქალაქეებისთვის რეაბილიტაციის შესაძლებლობის მიცემას ითხოვენ იმ ფონზე როცა მოვალეთა რეესტრში გადაყვანილი ფიზიკური პირების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პროექტზე, რომლითაც გადახდისუუნარო ფიზიკური პირები ისარგებლებენ.

“მუშავდება მთლიანად ახალი პროექტი გადახდისუნარობის შესახებ” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე.

აღნიშნული ინიციატივის მთავარია მიზანია, რომ გაკოტრებულ ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს, რეაბილიტაციის საშუალება ჰქონდეთ, რადგან მათთვის გაკოტრების შემდეგ რთულია კრედიტების აღება, სამუშაოს დაწყება და ზოგადად ასეთი პირების მიმართ ნდობა ნაკლებია.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლიბების ახალი ვერსია ერთ თვეში იქნება მზად.


ნანახია: 2432-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა ისევ იზრდება. დღეისათვის რეესტრში თითქმის 94 ათასი ჩანაწერია, ხოლო წლის დასაწყისიდან
ქუთაისში მცხოვრები შშმ პირების თქმით, მათთვის ქალაქის ქუჩებში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.
სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ბენეფიციარი ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან, სადაც შემორჩენილია ჩაის

ამინდი