Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერელი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

თარიღი : 9-04-2017, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია. ძალოსანთა ევროფორუმი ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართა.

მძიმე წონოსნებში რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორები, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე გამოვიდნენ.

ატაცში ირაკლი თურმანიძემ 201 კილო ასწია და მესამე ადგილზე დაასრულა. ლაშა ტალახაძემ კი 217 კილოგრამი დასძლია, მსოფლიოსა და ევროპის ახალი რეკორდები დაამყარა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აკვრაში თურმანიძემ შეჯიბრი ტრავმის გამო ვეღარ განაგრძო. ლაშა ტალახაძემ ბოლო ცდაზე 250 კილოგრამი დასძლია, მთლიანობაში - 467 კგ და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

საერთო ჩათვლაში, მეორე ადგილზე გასული გორ მინასიანი ქართველ ჩემპიონს 21 კილოგრამით ჩამორჩა, მესამეადგილოსანი რუბენ ალეკსანიანი კი – 33 კილოგრამით.


ნანახია: 2329-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
როგორც ძალოსნობის ფედერაციაში განაცხადეს, ტალახაძემ აკვრასა და ატაცში ჯამში 474 კგ ასწია და რიოს ოლიმპიურ ჩემპიონატზე, მის მიერვე
ჰიუსტონში მიმდინარე ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისათვის.

ამინდი