„ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
თარიღი : 9-04-2017, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.