Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკო

თარიღი : 9-04-2017, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ვიცე გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, და დეპუტატებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს.

,, ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის. ჩვენს მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ ამ დღის სიყვარული და მნიშვნელობა. ქუთაისში 9 აპრილის ძეგლს არ ჰქონდა სათანადო ადგილი, ჩვენ მას მოვუძებნეთ ყველაზე კარგ ადგილი და ასეც უნდა იყოს, რადგან ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია",- განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.


ნანახია: 1952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცამციშვილის თქმით, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. აპრილი ჩვენს
1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამინდი