ქუთაისის ცხოველთა თავშესაფრის ვეტექიმებმა ძაღლი სიკვდილს გადაარჩინეს
თარიღი : 7-04-2017, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ცხოველთა მუნიციაპალურ თავშესაფარში ბაღდათის ერთ-ერთი სკოლის სარდაფში მიტოვებული და სასიკვდილოდ განწირული ძაღლი გადაარჩინეს.
თავშესაფარში ძაღლი მარცხენა თვალის დაზიანებით შეიყვანეს.
"აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაცია "ცხოველთა უფლებების დაცვის" წევრებმა გაავრცელეს. მათი თხოვნისა და ჩვენი კეთილი ნების გამოხატვის შედეგად, შინაური ცხოველი, რომელიც მარტოობისა და სიკვდილისათვის იყო განწირული, წამოყვანილ იქნა ბაღდათის ერთ-ერთი სკოლის სარდაფიდან და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. სამწუხაროდ, თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ზოგადად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ძაღლი ჩვენი ვეტ.ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება," - აცხადებს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.