Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება დიდ 10-ში? წინასწარ შეთახმებული შედეგები თუ შემთხვევითობა?

თარიღი : 7-04-2017, 00:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა 8 აპრილს საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და გორში გაიმართება. ყველაფერი სტანდარტულად ჩაივლიდა ალბათ როგორც გასული ჩემპიონატები, რომ არა ერთი გარემოება:

გასულ წელს ქუთაისს „დიდ 10“-ში მეორე გუნდი დაემატა. პირველი ლიგაში წარმატებით გამოსვლის შემდეგ კლუბი „ბაგრატი“ მიმდინარე წელს „დიდი 10“-ის გუნდის წევრი გახდა. ქალაქში ამ ფაქტმა რაგბის მიმართ სიყვარული მნიშვნელოვნად გაზარდა და ფაქტიურად კლუბ „აია“–ს და „ბაგრატის“ თამაშებზე მოედნები სრულად ივსებოდა. ქალაქში, სადაც ბევრი არაფერი ხდება, ყოველი შაბათი და კვირა სპორტის ზეიმი იყო.

ვის უნდა აწყობდეს „დიდი 10“–დან არათბილისური გუნდის გავარდნა?

პირველი ლიგიდან გადმოსული გუნდის დაჩაგვრა, მიკერძოებული მსაჯობა და აღნიშნულს დამატებული გასული ტური, სადაც ერთმანეთს ბოსლისის „ყოჩები“ და თბილისის „არმაზი“ დაუპირისპირდა. დაპირსიპირებამდე „ყოჩებს“ 12 ქულა ჰქონდათ მოგროვებული, „არმაზს“ 17 ქულა და გუნდები მეცხრე და მეათე ადგილებს ინაწილებდნენ. მინიმალური ქულით(18) ქუთაისის „ბაგრატი“ მერვე ადგილს იკავებდა.

8 ბაგრატი 18 ქულა
9 არმაზი 17 ქულა
10 ყოჩები 12 ქულა


მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში „ყოჩები“VS“არმაზი”, თამაში არასტანდარტულად დაიწყო. თამაშის ფავორიტმა ‘არმაზმა“ საწყისი წუთებიდან უპირატესობა მოიპოვა და პირველივე ტაიმში 17 ქულა მოიპოვა, რასაც 7 ქულიანი პასუხი გასცეს„ყოჩებმა“. მეორე ტაიმის დასაწყისში „არმაზს“შეეძლო უპირატესობის გაზრდა ჯარიმების ხარჯზე, თუმცა ეს შანსი მათ არ გამოიყენეს, რასაც შემდგომში „ყოჩების“ მიერ 2 დადებული ლელო მოყვა, ანგარიში გათანაბრდა (17:17) და თამაშიც დასრულდა.

17-17 ერთადერთი შედეგი იყო იმისათვის, რომ ორივე გუნდს: „ყოჩებს“ და არმაზს თავი შეენარჩუნებინათ დიდ 10-ში დარჩენისთვის. ეს შედეგი კი პირდაპირ აზარალებდა ქუთაისის კლუბ ბაგრატს. რადგან საყაიმო შდეგით კლუბებმა 2-2 ქულა აიღეს, ბაგრატმა მეცხრე ადგილზე გადაინაცვა და შანსი მისცა ყოჩვებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის.

თამაშის ამ შედეგს სოც. ქსელებში და ფორუმებზე გულშემატკივართა უკმაყოფილო გამოხმაურება მოყვა. შედეგის რეალურობა ეჭვქვეშ დადგა, შემდეგი სამი მიზეზის გამო:

1. რატომ დასრულდა თამაში 4 წუთით ადრე?
2. რატომ არ დაარტყა „ყოჩების“ მთავარმა დამრტყმელმა გარდასახვა საყაიმო ანგარიშის დროს, როცა გატანით თამაშს იგებდა?
3. Youtube-ზე განთავსებული თამაშის ჩანაწერში არ ისმის მსაჯების ხმა, როცა ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა„დიდ 10“-ში (ყველა თამაშს, რომელიც ფედერაციის მიერ Youtube-ზე იტვირთება, მსაჯების ხმაც აქვს).

რას წერენ forum.ge–ზე?

„მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოცდა ელის ქართულ რაგბს მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ტურში. “ყოჩებმა” რომ არმიას ბონუსით მოუგოს- იქნება უდიდესი მარაზმი და უნამუსობი საპოგეა! თუ ვინმეს ეს გეგმა აქვს, მინდა მოვუწოდო, რომ ტალახს ნუ წაუსვამენ პირზე ისედაც საკმაოდ იმიჯშელახულ ქართულ რაგბს, რომელსაც გვიან, მაგრამ მაინც ეწვია ქართული სენი..”

“საეჭვო კი წინა ტურის “არმაზი-ყოჩების” ფრედა არმია-ყოჩების რუსთავში გამართვაა. რატომ მაინცდამაინც ეგ თამაში რუსთავში? ცოტა ხალხმა რო ნახოს? მე გადაწყვეტილი მაქვს მაგ თამაშზე დასწრება”.

“ისე "ბაგრატმა" თუ ბონუს-ქულა ვერ აიღო,"ყოჩებს" უპრემიო მოგებაც აწყობთ”.

“იქნებ ამიხსნა მაშინ რატომ ვერ მოუგო "მოტივირებულმა" ყოჩებმა არმაზს? ან რატომ ააცილა ბოლო წუთებზე 2 -ვე 100%-იანი გასატანი ჯარიმა”.

იხ. ვიდეო:
https://www.facebook.com/levani.tukvadze/posts/1277400115677468?pnref=story

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში (8 აპრილს) “ყოჩები”“არიმას” ხვდება, თამაში მოგების ან ბონუს ქულით მოგების შემთხვევაში, „ყოჩები“ დიდ 10-ში დარჩებიან, ხოლო ქუთაისის „ბაგრატი“ პირველ ლიგაში დაბრუნდება.

იბრძოლებს „არმია“ პლეიოპში მოსახვედრად? ამ შემთხვევაში „ყოჩები“„დიდ 10“–ს ერთი წლით დატოვებენ.


ნანახია: 8091-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,ბაგრატი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
უმაღლესი ლიგის საგზური ,,ბაგრატმა“ თბილისის ,,დინამო“-სთან 27:3 მოგებით მოიპოვა.
გუნდს ამ ეტაპზე სპონსორი არ გააჩნია და მის განვითარებაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზრუნავს.
'სამტრედიის' გულშემატკივართა უკმაყოფილება თამაშის ფრედ დასრულებამ გამოიწვია.
საქართველოს ჩემპიონატი რაგბში 'დიდი 10' მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში აიღებს სტარტს. 2016-2017 წლის სეზონის დაწყებამდე
ეს ტრადიცია ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება.

ამინდი