Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სილამაზის ფესტივალი სტარტს ჭიათურიდან აიღებს

თარიღი : 6-04-2017, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
Georgian Beauty Fest-ასეთია იმ ფესტივალის სახელწოდება, რომელიც სტარტს ჭიათურიდან აიღებს.

ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას 5 წლიდან 17 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები მიიღებენ, 8 აპრილს ჭიათურაში, რესტორან "გაზაფხულში" 15:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაცია "ქართული გვარების" პრეზიდენტი ინგა სიორიძეა.

"ფესტივალში მონაწილე ბავშვებიდან ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ხატავს. გვყავს ოჯახი, სადაც 6 გოგონა ერთად მღერის. ფესტივალის მიზანია, რომ ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა შეაყვაროს ბავშვებს. გვინდა, რომ ქართული ისმოდეს," - აცხადებს ინგა სიორიძე.

ფესტივალში მონაწილეობას საჩხერის მუნიციპალიტეტიდან 4 შშმ პირიც მიიღებს, რომელთაგან ერთი მღერის და სამი ლექსს კითხულობს.

ინგა სიორაძის თქმით, ფესტივალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგეობისა და ხელოვნების სფეროს მოღვაწეების გარდა, მხარს ადგილობრივი ბიზნესმენი და ქველმოქმედი თეიმურაზ გაფრინდაშვილი უჭერს.

თითოეული რეგიონიდან ფესტივალის ფინალში 8-8 ნომერი გადადის. ჭიათურის შემდეგ მონაწილეთა შერჩევა ზესტაფონში მოხდება, იმერეთის რეგიონიდან კი ფესტივალის ჟიური კახეთსა და გურიაში გადაინაცვლებს.


ნანახია: 872-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალი 22 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და თეატრის მოყვარულებს საშუალება ექნებათ 20 სპექტაკლს დაესწრონ.
ფესტივალი, რომელზეც დასწრება უფასოა, სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.
თბილისი პირველ მწვანე ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალში საქართველის 9 რეგიონის თოჯინების თეატრები მონაწილეობდნენ.
ფესტივალში, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, მუნიციპალიტეტის
"ქართული საგალობლები" საჩხერეში უკვე მეხუთედ ტარდება და წელს ის აკაკის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი