Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხარებას გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა"

თარიღი : 6-04-2017, 17:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 7 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, 2016 წელს ერთ-ერთი საკვირაო ქადაგების დროს ხარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, "გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა", - აღნიშნა პატრიარქმა.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.


ნანახია: 2161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უწმინდესი ღვთისმშობლის სახელობის მიძინების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა.
მართლმადიდებლური ეკლესია, დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. პატრიარქმა, წინა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ
ერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც კულტურის

ამინდი