ქუთაისში ბავშვთა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური მატჩები ჩატარდება
თარიღი : 6-04-2017, 17:16 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიასა და საქართველოს ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირეჯიბმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებისა და ცალკეული ღონისძიებების ჩატარებასა და სხვა სახის ერთობლივი პროგრამების განხორციელების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქუთაისში ბავშვთა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური მატჩები ჩატარდება. ამ კუთხით ქუთაისის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ერთობლივი ძალისხმევითა და შეთანხმებული მოქმედებით, მოხდება მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ფიზიკურ აღზრდა-განათლებისა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.