Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'2016 წლის არჩევნებიდან დღემდე შემწეობაშეჩერებული 53 000 მოქალაქიდან 7 000 ბავშვია

თარიღი : 6-04-2017, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო. ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე უკვე 53 000-მდე მოქალაქე დარჩა,” - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

“მეექვსე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება," - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დეპუტატმა ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების ანალიზი წარმოადგინა. მისი თქმით, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ოქტომბრიდან დღემდე შემწეობაშეჩერებული 53 000 მოქალაქიდან 7 000 ბავშვია.

"ყველაზე დიდი დარტყმა პენსიონერებმა მიიღეს: შემწეობა მოეხსნა 17,000 პენსიონერს. მათგან უმეტესობა მარტოხელა მოხუცია. უდიდესი ნაწილი - 43 000 მოქალაქე სოფლად ცხოვრობს. არადა მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ხალხს განსაკუთრებით სოფლად გაუჭირდა. კლება სხვებზე მეტად ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე დაბალქულიან - 0-დან 30 000-მდე და 30 000-57 000 ქულების ჯგუფებშია. ეს ჯგუფები ყოველ პირზე, შესაბამისად, 60 და 50 ლარს იღებენ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ საარსებო შემწეობის მოხსნის საფუძველი თანხების დაზოგვაა.

ზემოთ აღწერილი სურათი გვაძლევს საფუძველს ვთქვათ,რომ სერგეენკოს პოლიტიკის შედეგად ყველაზე მეტად სოფლად მცხოვრები მარტოხელა პენსიონერები ზარალდებიან, თუმცა საარშებო შემწეობის შეჩერება შეეხო ყველა ასაკობრივ ჯგუფს და ყველა ოჯახს, მიუხედავად წევრთა რაოდენობისა.

მონაცემების მიხედვით, დავით სერგეენკო ღარიბ მოქალაქეებზე თვეში დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ზოგავს.

“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


ნანახია: 1915-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიაბერაშვილის თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წლიდან, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2014 წლის
ამის შესახებ ფრაქცია 'ევროპული საქართველოს' წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამ სტატიაში მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების დაპირებებს გადავხედეთ.
აღსანიშნავია, რომ ეს დადგენილება 2018 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება თითქმის 7 თვეა გრძელდება, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული შედეგი და არ

ამინდი