Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი მარგველაშვილი: მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად უნდა ვკითხოთ ქუთაისელებს, რად უნდათ მათ ქუთაისში პარლამენტი

თარიღი : 6-04-2017, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მე მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად უნდა ვკითხოთ ქუთაისელებს, რად უნდათ მათ პარლამენტი ქუთაისში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრაზე, პარლამენტის ადგილმდებარეობაზე საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება დეპუტატებს უნდა დავუტოვოთ.

„მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად უნდა ვკითხოთ ქუთაისელებს, რად უნდათ მათ ქუთაისში პარლამენტი. თუ პარლამენტის ქუთაისში არსებობა ქუთაისელებისთვის არის ეკონომიკური საკითხი, იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ პარლამენტის გადატანას, უნდა მივცეთ ამის უფლება, მაგრამ მათ უნდა აიღონ ვალდებულება, ამ თემის ეკონომიკურად დაბალანსების. თუ ეს ემოციის საკითხია და მართლა პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელია, მაშინ ესეც ძალიან ნათლად უნდა ითქვას. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან გულწრფელი დიალოგი უნდა გვქონდეს. თუ ქუთაისს პარლამენტი უნდა იმიტომ, რომ პარლამენტმა ქუთაისის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება შეცვალა და ძალიან არ გინდათ, რომ ამ ხალხმა დატოვოს ქუთაისი, ეს ერთი პოზიციაა და მაშინ ეს უნდა იცოდნენ დეპუტატებმა, რადგან დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან გახარებული იქნებიან ამით. მაგრამ თუ ეს ეკონომიკური პოტენციალით არის ნაკარნახები, მაშინ შესაძლებელია მათ შევთავაზოთ ან მათ შემოგვთავაზონ სხვა გადაწყვეტილება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის გამოსავალი არის თავისუფლება. თუ ადამიანს უნდა, რომ იმუშავოს მცხეთაში ან ბათუმში, ჩემი აზრით, ჩვენ არავის არაფერი უნდა დავაძალოთ და თავისუფლება უნდა მივცეთ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, რაიმე პოზიცია ამ მიმართულებით არ გამაჩნია, ქუთაისელების ხმა არის მოსასმენი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


ნანახია: 2430-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
ამასთან, უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში.
მეფარიშვილის განცხადებით, ქალაქს განვითარებისთვის სხვა ფუნქცია უნდა მოეძებნოს და არა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

ამინდი