პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი ქუთაისში-რა გეგმები აქვს გიორგი მარგველაშვილს?
თარიღი : 6-04-2017, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"კონსტიტუცია ყველასია," –კამპანიის ფარგლებში, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. პრეზიდენტი ამ წუთებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფება, სადაც ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების აზრს ეცნობა.
უნივერსიტეტის შემდეგ დადგენილია აუდიენცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრა პოლიტიკოსებთანაც გაიმართება
დღესვე გიორგი მარგველაშვილი სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრებას, ხორცპროდუქტების საწარმო "გურმანის", ფეხსაცმელების ფაბრიკა "ლევანტოს" მონახულებას და თეთრ ხიდზე, ხიდის არქიტექტორის დაჯილდოვებას გეგმავს.
7 აპრილს კი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით პარლამენტში გამოვა. პრეზიდნეტი დეპუტატების წინაშე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.