Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

თარიღი : 5-04-2017, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

ალიანსის წევრების განცხადებით, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსრობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი იმედოვნებს, რომ პარლამენტი თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლას არ დაექვემდებარება, კანონპროექტს მოწინააღმდეგეები არ ეყოლება და პირველი მოსმენით მიიღებენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნო უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესის ტექნიკურ დახმარებას.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება. როგორც აკაკი ზოიძემ განმარტა, შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობის თანხით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 000 ლარით დაჯარიმდება.


ნანახია: 3027-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„შენ მიზანში ხარ ამოღებული“,- ამ სახელწოდებით მოწყობილ აქციაში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ
'თამბაქოს კონტროლის ალიანსის' ინიციატივა პარლამენტს.
ჩამონათვალი, სადაც კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება
თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში, შესაძლოა ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს.
საქართველოში თამბაქოს ყველაზე მეტი მომხმარებელი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ჰყავს.

ამინდი