Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზოგს ბანკიდან გამოაქვს კრედიტი და მიწას ისე ამუშავებს,'- სოფლად მაცხოვრებლებს მიწების დამუშავებაში სახელმწიფო აღარ დაეხმარება

თარიღი : 3-04-2017, 14:54 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოფლად მაცხოვრებლები საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისათვის აგრო ბარათებს აღარ მიიღებენ. პროგრამა, რომელსაც ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში ახორციელებდა, მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება.

იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავება სესხით ან ბანკიდან გამოტანილი კრედიტით უწევთ.

ანალოგიური პრობლემაა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხშიც. როხის გამგებლის ლევან კაცაძის განცხადებით, მიწების დასამუშვებლად სოფელში ხელისუფლებისგან მიმაგრებული ორი და ადგილობრივების საკუთრებაში არსებული რამდენიმე ტრაქტორია, თუმცა მოსახლეობა მიწების დამუშავებას თანხის უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

"იციან მოქალაქეებმა, რომ აგრო ბარათები წელს აღარ დარიგდება. უჭირთ მიწების დამუშავება. ზოგს ბანკიდან გამოაქვს კრედიტი და ისე ამუშავებს მიწას," - აცხადებს ლევან კაცაძე.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მოქალაქეების პრობლემასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ფერმერთა გაძლიერებას ემსახურებოდა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამიერიდან ფერმერებმა კუთვნილი ნაკვეთების დამუშავება დამოუკიდებლად უნდა შეძლონ.


ნანახია: 3128-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს იმერეთის რეგიონში164 292 ფერმერი ისარგებლებს.
მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, ამ შემთხვევაში მათ საძოვარი აღარ ექნებათ და საარსებო წყაროს
ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებში გასაყიდად 34-მდე მიწის ნაკვეთი აქვს გამოტანილი.
მიწების გარეშე დარჩენილ სოფელს კი ეკონომიკის სამინისტრო იმ საძოვარსაც უყიდის, რომელსაც მოსახლეობა სოფლის პირუტყვის გამოსაკვებად
პროექტით, რომლის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარია, დაახლოებით 800 ათასი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ხვნა-თესვის პროცესის მიმდინარეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და

ამინდი