Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართული სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკით, ქალ მძღოლებზე უფრო ნაკლები ავარიები მოდის

თარიღი : 3-04-2017, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2017 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი 18-25 წლის ახალგაზრდებზე მოდის. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელის გელა კვაშილავას ინფორმაციით, კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის" გამოიკვეთა, რომ ავარიების 40% ახალბედა მძღოლებზე მოდის.

საინტერესოა, ბოლო პერიოდში გახშირებული ავარიების ფონზე სადაზღვევო კომპანიებში ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით რა ასაკობრივი კატეგორია, რა სქესის და რა მოდელის ავტომობილებია მაღალი რიკის ჯგუფში?

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, რომ ყველაზე რისკიანები 21-დან 23 წლამდე ასაკის მძღოლები არიან . ასევე ისინი, ვისაც მანქანის მართვის ერთ წელზე ნაკლები გამოცდილება აქვს. რაც შეეხება სქესს, მამაკაცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან, ქალები კი უფრო ნაკლებრისკიანი მძღოლები არიან.

ავტომანქანის მოდელებში ყველაზე ნაკლებრისკიანია მაღალი გამავლობის მანქანებია, ხოლო ყველაზე მაღალრისიკიანია - ე.წ. კუპეები.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში" აცხადებენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფს 18-25 წლის ახალგაზრდა მამაკაცები მიეკუთვნებიან. მათი ინფორმაციით, ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რომელი მარკის ავტომანქანა მიეკუთნება მაღლი რიკის ჯგუფს არ აქვთ,თუმცა აცხადებენ, რომ ამ ასაკის ახალგაზრდა მამაკაცებს ყველაზე ხშირად BMW-ს მარკის ავტომობილები ჰყავთ.

სადაზღვევო კომპანია „არდიში" აცხადებენ, რომ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს ახალგაზრდა, 18-25 წლის მამაკაცები წარმოადგენენ. მეორე ადგილზე არიან ქალები. „ქალი მძღოლების შემთხვევაში ზიანის ოდენობები შედარებით მცირეა"-აცხადებენ „არდიში".

სადაზღვევო კომპანია „ირაოში" აცხადებენ, რომ ყველაზე რისკიანი მძღოლები ახალგაზრდები არიან. რაც შეეხება სქესს, კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი. დაღუპულთა შორის 19 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა 265 -ს შეადგენს.ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.

ავტოავარიის გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.

commersant.ge


ნანახია: 2724-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა -
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

ამინდი