Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

განათლების მინისტრი:პირველკლასელთა სახელმძღვანელობი ძალიან მძიმეა და ხშირად მოზარდებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს

თარიღი : 3-04-2017, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი შეძლებისდაგვარად განვტვირთოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რას გეგმავდა სამინისტრო წიგნების მიმართულებით, იმ კუთხით, რომ პირველკლასელთა სახელმძღვანელობი ძალიან მძიმეა და ხშირად მოზარდებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

”აქ ორი ძირითადი მიმართულებაა, ერთი არის ახალი სახელმძღვანელოები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვინდოდა, რომ წელს შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები და მომავალი წლიდან უკვე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება, დიდტანიანი სახელმძღვანელოები გაიყოფა ორ ნაწილად. მეორე მიმართულება არის ის,რომ ვფიქრობთ გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი შეძლებისდაგვარად შედარებით განვტვირთოთ. რამდენიმე იქნება მაქსიმალური გაკვეთილი ჯერ არ ვიცით, ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ეს ყველაფერი მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

bfm.ge


ნანახია: 1410-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამის ინიციატივაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებისადმი გავრცელებულ
“საგანმანათლებლო ალიანსის” განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, სასკოლო წიგნებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ჯანსაღი კვების მხრივ არსებული პრობლემების
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგების გამოყენებაზე სულ უფრო მეტ
მისი თქმით, პროექტი მზად არის, თუმცა ალექსანდრე ჯეჯელავას არ დაუკონკრეტებია, გამოცხადებულია თუ არა ტენდერი ან რომელი კომპანია
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მას სურს, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარული იყოს.

ამინდი