Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სროლის ხმაზე ბიჭები გამოვარდნილან, მაგრამ, დამნაშავე გაქცეული იყო უკვე,'- რა გახდა ტყიბულში მეშახტის მკვლელობის მიზეზი?

თარიღი : 3-04-2017, 00:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ბოლო ხანს ლამის თვე არ გადის, რომ ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ტყიბულში. 1969 წელს დაბადებული შალვა მეიფარიანი მინდელის შახტასთან გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მოტივი პირადი ანგარიშსწორება უნდა ყოფილიყო. რესპონდენტი, რომელიც მოკლულთან ახლობლობდა, გვიყვება, რომ შალვა მეიფარინი მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა და ღამის ცვლაში სამუშაოდ მიმავალს მოუსწრაფეს სიცოცხლე:

ღამის ცვლაში მუშაობდა, მანქანა გაუჩერებია და შახტისკენ წასულა, სამუშაო ადგილამდე რამდენიმე მეტრში ესროლეს. ეტყობა, დაჭრილმა ბიჭებისკენ წასვლა და მათთვის ხმის მიწვდენა დააპირა და ამ დროს მეორე ტყვიაც მოხვდა. სულ თავდამსხმელმა ორი ტყვია ესროლა, ერთი - ფილტვში, მეორე გულში... დამიზნებით აქვს ნასროლი, აშკარაა, რომ მკვლელი ამ საქმეში გამოუცდელს არ ჰგავს.

ვის რაში დასჭირდა მისი მოკვლა არ ვიცი, ბოლო ათი წელია, შახტიდან ლამის არ გასულა კაცი... მანამდე რამდენიმე ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ვერ შეეწყო... 50 წლის კაცი იყო, პატარა ბიჭი ხომ არ იყო, ეცანცარა. თან იცოდა, რომ დედამისს მის გარდა პატრონი არავინ ჰყავდა.

- ამბობენ, რომ გარდაცვლილის დედას მაღაზია ჰქონდა?

- დიახ, მაგრამ ეს ადრე იყო, სადგურში ჰქონდათ, სურსათის პატარა მაღაზია. მაგრამ, როგორც ვიცი, ვალები დაედოთ მანდ, ეს ისეთი ბიჭი იყო, ათასი მეგობარ-ნაცნობი ჰყავდა და ვერავის ვერაფერზე ეუბნებოდა უარს. ამიტომაც, მოჰბეზრდა დედამისს და ერთ დღესაც გაყიდა. მას შემდეგ წლები გავიდა... ახლა შალვას ხელფასით და დედამისის პენსიით ცხოვრობდნენ.

- ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ანგარიშსწორებას უკავშირდება...

- დიახ, მაგრამ არავინ ამბობს, რა გააკეთა ამ კაცმა ისეთი, რომ შუაღამეს, სამუშაოზე მიმავალს ჩაუსაფრდნენ... წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი იყო, მაგრამ მას შემდეგ, დაახლოებით 15 წელი გავიდა.... სროლის ხმაზე ბიჭები გამოვარდნილან, მაგრამ, დამნაშავე გაქცეული იყო უკვე.

- შვილები არ ჰყავს?
- კი, ორი შვილი ჰყავს... ერთ ბიჭს ვიცნობ, 20 წლამდე ... პატარა შვილიშვილებიც ჰყავს. ტყიბული პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. დიახ, ნასამართლევია, მაგრამ ბოლო დროს, ჩვეულებრივი, მშრომელი კაცი იყო. დედას პატარა ბავშვივით უვლიდა. იყო შემთხვევები, დალევისთვის თავი აურიდებია, - დედაჩემი მოხუცია უკვე და მეცოდება, ჩემი მოვლა კი არა, თვითონ არის მოსავლელიო... ბიჭები ამბობენ, ბოლო დღეები რაღაც არ იყო ხასიათზეო, ეტყობა, მოხდა რაღაც, მაგრამ არ გაამხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მომხდარის გამო ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, კამერების ჩანაწერები ამოიღეს, რომლის მიხედვითაც შალვა მეიფარიანს მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა ესროლა და გაიქცა, თუმცა ჩანაწერის უხარისხობის გამო მისი გარჩევა შეუძლებელია.

kvirispalitra.ge


ნანახია: 1959-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ბიჭუნა ჰყავდა გაციებული, მას უვლიდა და
ახალგაზრდა კაცი თურქეთიდან შინ აღარ დაბრუნებულა...
ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, 1974 წელს დაბადებული მაია კირკიტაძე-ჯიხვაშვილი ახლობლებმა მოკლული იპოვეს. სამართლადამცავებმა
ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე მომხდარმა მკვლელობამ ე. წ. ლტოლვილთა კორპუსი შეძრა.
ვანის რაიონის სოფელ ყუმურში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა - გიორგაძეების ოჯახში, უმცროსმა ძმამ, 18 წლის გიორგიმ უფროსი, 26
ტრაგედიაზე ერთ-ერთი გარდაცვლილის, ალეკო ჭელიშვილის ოჯახის მეგობარი ლელა ბოჭორიშვილი საუბრობს, რომლის მეუღლეც ასევე შახტაშია

ამინდი