ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტყიბულში სარეაბილიტაციო ობიექტები დაათვალიერა

თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, ტყიბულში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს უმასპინძლა.
სამთავრობო დელეგაციამ ტყიბულის მასშტაბით სარეაბილიტაციო ობიექტები დაათვალიერა.
ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მუნიციპალიტეტის თეატრისა და სასტუმროს შენობის დათვალიერების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ტერიტორიაც მოინახულეს, სადაც უახლოეს პერიოდში ჩირის ქარხნის მშენებლობა დაიწყება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ტყიბულის ტურისტული პოტენციალით, კერძოდ, ცხრაჯვარით, ცუცხვათის მღვიმით, ახალსოფლის ტბის ტერიტორიებით დაინტერესდა.
ზურაბ ალავიძის თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ტყიბულში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, კერძო ინვესტიციის მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაეხმარება.