Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში ჩირის ქარხანა აშენდება

თარიღი : 31-03-2017, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ, ტყიბულში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს უმასპინძლა. ტყიბულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ამავე სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.

სამთავრობო დელეგაციამ ტყიბულის მასშტაბით სარეაბილიტაციო ობიექტები მოინახულა. ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მუნიციპალიტეტის თეატრისა და სასტუმროს შენობის დათვალიერების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ის ტერიტორიაც მოინახულეს, სადაც უახლოეს პერიოდში ჩირის ქარხნის მშენებლობა დაიწყება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ტყიბულის ტურისტული პოტენციალით, კერძოდ ცხრაჯვარით, ცუცხვათის მღვიმით, ახალსოფლის ტბის ტერიტორიებთ დაინტერესდა.

ზურაბ ალავიძის თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ტყიბულში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ კერძო ინვესტიციის მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაეხმარება.

მინისტრის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც აქტიურად დაიწყებს მუშაობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.


ნანახია: 2176-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამთავრობო დელეგაციამ ტყიბულის მასშტაბით სარეაბილიტაციო ობიექტები დაათვალიერა.
ტყიბულის სპორტ-დარბაზი თანამედროვე სტანდარტებისაა
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება 2014
დაღუპულების ცხედრები დილით ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ამინდი