Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამ შეუშალა ხელი ქუთაისს ზამთრის სეზონისთვის მომზადებაში და რას აკეთებს მერია?

თარიღი : 9-12-2013, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია მერიის მიერ ზამთრის სეზონთან მოუმზადებელ შეხვედრაში მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად შესაბამისი ტექნიკის არარსებობას ასახელებს.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზამთრის სეზონთან დაკავშირებული დეტალები სამსახურების უფროსებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დღეს, თათბირზე განიხილა.
შოთა მურღულიას თქმით, თოვლისგან ქალაქის ცენტრალური და ნაწილობრივ შიდა გზების გაწმენდაში ადგილობრივ ხელისუფლებას ტექნიკა ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაახმარა. მურღულია იმასაც ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლებამ პირველ რიგში სასწრაფო დახმარების სამსახურთან და ქალაქის მთავარ საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები გაწმინდა. მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მერიის მიერ გაგზავნილი მანქანა იდგა სასწარაფო დახმარების სამსახურთან, რომელმაც ექიმების რამდენიმე ჯგუფი გამოძახებებზე წაიყვანა.
„ხუთჯერ მეტი ტექნიკა რომ გვყოლოდა, გზების სრულად გაწმენდა მაინც ვერ მოხერხდებოდა. არც ერთ ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე არ შექმნილა პრობლემა. არ ვსაუბრობ შიდა გზებზე. გრეიდერი შიდა გზებზე ვერ იმოძრავებდა. გუშინ მერიის 40 თანამშრომელი იყო მობილიზებული და მუშაობდა. რაც შესაძლებელი იყო, გააკეთა ქალაქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში დილით მანქანები ვერ იმოძრავებდნენ. მხოლოდ ცენტრი არ გაწმენდილა თოვლისგან. მე თვითონ მივყვებოდი გრეიდერს საფიჩხიაზე. ასეთი ნალექი იშვიათია ქუთაისში ერთ ღამეში 20 სანტიმეტრი მოთოვოს, თუმცა ასეთი გაწმენდითი სამუშაოებიც არ ჩატარებულა,“ – ამბობს შოთა მურღულია.
მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე ქალაქისათვის პრობლემას თოვლსაწმენდი მანქანის არარსებობა წარმოადგენს. როგორც მურღულია ამბობს, მიმდინარე წელს აღნიშნული მანქანის შეძენა ვერ მოესწრება, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში მის შესაძენად თანხების მობილიზებას მოახდენენ.
„გასულ წელს შეძენილი ღორღი, ტექნიკური მარილი, დიზელი და ბენზინი გვაქვს. მერის სარეზერვო ფონდში ბევრი არაფერი დამახვედრეს, მაგრამ რაც არის მაქსიმალურად ვუფრთხილდები,“ – ამბობს შოთა მურღულია.


ნანახია: 2143-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შოთა მურღულია ქალაქისათვის პრობლემურ საკითხად გზებისა და განათების მოწესრიგებას ასახელებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, ის ამ ეტაზზე ქალაქის მერიაში არსებული ვითარების შესწავლითაა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაინიშნა.
მკაცრი ზამთრის პირობებში ადგილობრივ თვითმართელობაში გასულ წელს გამოუყენებელი ღორღისა და ტექნიკური მარილის იმედი აქვთ.

ამინდი