კულტურისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
თარიღი : 30-03-2017, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რებილიტაციის პროექტის ფარგლებში, გელათის მონასტერში გასვლითი სესია გაიმართა. სესიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სესიის მიზანს ფართო საზოგადოებისთვის გელათის ტაძარში არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესში 2015–2016 წლებში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგენდა.
გელათის მონასტრის კონსერვაციის გენერალური გეგმა 2009 წელს დამტკიცდა. ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსში მთავარი ტაძრის გადახურვა, სარკმლების რეაბილიტაცია და მთავარი ტაძრის ქვის კონსერვაცია მიმდინარეობს. მონასტრის ტერიტორიის გარეთ ეწყობა ვიზიტორთა ცენტრი. პროექტის ავტორის კახა ტრაპაიძის თქმით, რეაბილიტაციის პროექტი იმგვარად არის შედგენილი, რომ რეაბილიტირებულმა გელათის სამონასტრო კომპლექსმა ისტორიულ-კულტურული ღირებულება შეინარჩუნოს და ტურისტებისათვის უფრო მოთხოვნადი ობიექტი გახდეს.
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში გადავიდა. კულტურის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო შეეცდება, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ძეგლი საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების სიიდან ამოვიდეს.
"გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რეაბილიტაცია" "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის", "საქართველოს მემკვიდრეობის", თბილისის სამხატვრო აკადემიისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსში მთავარი ტაძრის გადახურვა, სარკმლების რეაბილიტაცია და მთავარი ტაძრის ქვის კონსერვაცია, ხოლო მონასტრის ტერიტორიის გარეთ ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.