Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოს საქმიანობას გაეცნო

თარიღი : 30-03-2017, 16:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და USAID - ის მიისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა USAID/REAP-ის მიერ დაფინანსებული საწარმო შპს ,,ფარკონი“ მოინახულეს. კომპანია 10 წლის წინ დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ მცენარეული ნედლეულის დამზადებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას ახდენდა.

USAID/REAP-ის დახმარებით, საწარმო გადაიარაღდა და თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა, რაც ფართო სპექტრის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე საწარმოში ნედლეული სრულ ტექნოლოგიურ კურსს გადის, დაწყებული გამოშრობით, დაღერღვა-დაფასოებით და დამთავრებული შეფუთვით.

შპს ,,ფარკონი“– ში 46 ადამიანია დასაქმებული. ბოლოწლების განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 2,5ჯერ გაიზარდა და უკვე 1.8 მილიონ ლარს გადააჭარბა.

პირველი პროდუქცია 64 ათასი სუნელ-სანელებელი საექსპორტოდ აშშ-ში უკვე გავიდა. USAID-ს დახმარებით კომპანია "ფარკონი" აფართოებს სავაჭრო კავშირებს და იძიებს ახალ ბაზრებს ევროპასა და ამერიკაში.


ნანახია: 2138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის
გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერა.
საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ამ ეტაპზე 22 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა ხელფასიც 400 ლარს შეადგენს.

ამინდი