Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

თარიღი : 29-03-2017, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა.

სპეციალიზებული ცენტრი აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები აქ 24 საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებს იღებენ.

"საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია, ჩვილების და ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება. ასეთი ტიპის მომსახურებების დაარსება საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს გააფართოოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს ბავშვებზე ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი. 2017 წლის ბოლოს, თბილისში, იგეგმება მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების გახსნა," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.


ნანახია: 1449-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სათვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალიზებულ
ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ - როგორც ჯანმრთელობის, ისე
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
„სიყვარულის დღის“ აღნიშვნა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციად იქცა და უკვე მესამე წელია იმართება.

ამინდი