Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Topnews.com.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, მრავალშვილიან ოჯახს მეზობლის მანქანის გამო მოხსნილ სოციალურ შემწეობას აღუდგენენ

თარიღი : 28-03-2017, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს," - ამგვარი სახელწოდებით მასალა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე მიმდინარე წლის 7 მარტს გამოქვეყნდა.

"ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ შვილს არჩენდა, გეგეშიძეებს მეზობლის მანქანის გამო მოუხსნეს.

ლელა გეგეშიძე ამბობს, რომ მეზობელმა მათ ეზოში მანქანა გარეცხა და გასაშრობად დატოვა, რა დროსაც გეგეშიძეებს სოციალური აგენტი ესტუმრა. აგენტმა მანქანა ოჯახის საკუთრებად ჩათვალა და ოჯახს დახმარება მოუხსნა," - ეს ამონარიდია მასალიდან.

სოციალური მომსაურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ სააგენტომ საპატრულო პოლიციისგან მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, გეგეშიძეების ოჯახი ავტომობილს არ ფლობს.

სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ გეგეშიძეების ოჯახს სოციალური დახმარება გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ აღუდგება.


ნანახია: 1494-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის

ამინდი