Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისები შესრულდა

თარიღი : 28-03-2017, 10:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა.

უვიზო რეჟიმის ფარგლებში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი 05:45 წუთზე ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა. მეორე რეისი კი 6:00 სთ-ზე სალონიკის მიმართულებით. პირველ რეისზე რეგისტრაცია 176 მგზავრმა გაირა, რომელთა ნაწილსაც საჩუქრად სამგზავრო ბილეთი გადაეცათ.

აეროპორტში დამატებითი სარეგისტრაციო დახლები განალაგეს, ასევე რიგის მომწესრიგებელი დამატებითი პროცედურები ამოქმედდა. დღის მანძილზე კიდევ ორი რეისი 12:35 სთ-ზე ლარნაკას, ხოლო 21:55 სთ-ზე ვარშავას მიმართულებით შესრულდება. მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო, იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება.

მოქალაქები დადებითად აფასებენ უვიზოდ მიმოსვლას და მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, რომ დაიცვან ვალდებულებები, რომელიც ევროპაში გამგზავრების მსურველებს ეკისრებათ.

უვიზო მიმოსვლა 28 მარტის დადგომისთანავე, შევიდა ძალაში. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ხელი 1 მარტს მოეწერა. 8 მარტს გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.


ნანახია: 3251-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავიარეისების შეჩერებასა და მგზავრების უკმაყოფილებასთნ დაკავშირებით განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა
რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში რამდენიმე რეისი უამინდობის გამო გაუქმდა.
აეროპორტში ხმაურის და შეფერხებების მიზეზი უამინდობა გახდა.
„წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებმა, საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად, წყალტუბოს
რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.

ამინდი