Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში მეორადი ტანისამოსის ბუმია

თარიღი : 28-03-2017, 00:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტანსაცმელი და შოპინგი ყველასთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი თემებია. 21-ე საუკუნეში ტანსაცმლის მოდა ისე სწრაფად იცვლება და მოდის მიმდევრებიც ისე სწრაფად აახლებენ გარდერობს, რომ ტანსაცმელი დაძველებასაც ვერ ასწრებს. ამ დროს კი არავინ ფიქრობს, ტანსაცმლის ინდუსტრია რა ზიანს აყენებს გარემოს.

სწორედ ამიტომ გარემოს დამცველები მოუწოდებენ ადამიანებს, ძველ ნივთებს, მათ შორის ტანსაცმელს, გაახლებისა და შეკეთების გზით ახალი სიცოცხლე დაუბრუნონ და ნუ იქნებიან ორიენტირებული ახალზე. მეორადი ტანსაცმლის მიმართ ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება არსებობს საზოგადოებაში. ნაწილი მათი შეძენისა და გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია, ნაწილი კი - აქტიურად მიმართავს მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს.

ამითი ისინი გამორჩეული სტილის შექმნას ცდილობენ და ალბათ, ქვეცნობიერად, გარემოზეც ზრუნავენ. ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფმა ეს პროცესი უფრო მარტივი გახდა და ქართულ ინტერნეტ სივრცეში მეორადი ტანსაცმლის რამდენიმე ონლაინ მაღაზია გამოჩნდა.

ერთ–ერთი ონლაინ მაღაზია Clothtome.com 2016 წლის სექტემბერში გამოჩნდა. მისი დამფუძნებლის თეა კობახიძის განმარტებით, პროდუქცია საქართველოში არსებული მეორადი ტანსაცმლის პუნქტებიდან მოაქვს.

"ზოგადად, უკვე დიდი ხანია მაწუხებს გარემოს დაბინძურების საკითხი. მთავარ დამაბინძურებლებს შორის მეორე ადგილზე ტანსაცმლის ინდუსტრიაა, არადა ამაზე ნაკლებს ვსაუბრობთ და ნაკლებად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ ყოველი ტანსაცმლის მიღმა, მისი კვალია გარემოზე. სწრაფი მოდის გამო, რაც მომხმარებლებს დაბალ ფასიან და ნაკლებად ხარისხიან ტანსაცმელს სთავაზობს, გაიზარდა ტანსაცმლის შეძენის სიხშირე. მომხმარებლები ყიდულობენ დაბალ ფასიან მაისურს, რომელიც დაბალი ხარისხის გამო შესაძლოა მალევე გადააგდონ, შემდეგ ისევ ახალს შეიძენენ. ეს დაჩქარებული ციკლი, რასაც სწრაფ მოდას უწოდებენ, გარემოს ტვირთად აწევს. ძალიან ბევრი უნიკალური ნივთია მეორადებში, მათი გაახლებით, შეკეთებით, გაწმენდით შეგვიძლია მომხმარებლებს არსებული რესურსების მეორადი გამოყენებისკენ ვუბიძგოთ," – განმარტავს კობახიძე.

Clothtome.com ერთადერთი არაა ქართულ ინტერნეტ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს მეორად ტანსაცმელს სთავაზობს. კიდევ ერთი მაღაზია Cloth.ge ასევე 2016 წელს გაიხსნა.

"დამფუძნებლები ვართ სამი მეგობარი. სამივე სხვადასხვა სფეროში ვმუშაობთ, ეს ბიზნესი კი ჯერჯერობით ჰობს წარმოადგენს. თუმცა მაინც უფრო მეტი სერიოზულობით ვუდგებით, ვიდრე მხოლოდ ჰობს. დღესდღეობით ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის მეორადებში, შესაბამისად პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. პროდუქციას საქართველოში ვყიდულობთ. არჩევა ხდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. დაახლოებით ვიცით, როგორი სტილის ტანსაცმელი მოსწონთ და ვცდილობთ სწორედ ასეთი სამოსის შეთავაზებას. თითოეულ პროდუქტს ჩვენ თვითონ ვრეცხავთ და ფორმაში მოგვყავს," – ამბობს Cloth.com-ს დამფუძნებელი ელენე მგალობლიშვილი.


მაღაზიის წარმომადგენლების განმარტებით, ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიაში ყიდვა რამდენიმე მიზეზის გამო არის კომფორტული. არჩევა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი. არ გიწევთ მაღაზიაში სიარულისას ბევრი დროის დაკარგვა. მეორე მხრივ, ონლაინ მაღაზიები ტანსაცმლის გაახლებას თავად ახდენენ, რაც მეორად ტანსაცმელს ხშირად სჭირდება.

"შეძენის შემდეგ ხდება ტანსაცმლის პროფესიონალური წმენდა. ხშირ შემთხვევაში ქიმწმენდაში მიგვაქვს, შემდეგ მკერავის დახმარებით ხდება დაზიანებული ან მეტად გაცვეთილი ნაწილების გამოცვლა. როცა შედიხარ Clothtome.com-ზე, იცი, რომ კარგად შერჩეული კონკრეტული სტილის, მაღალი ხარისხის, ნატურალური მასალის ტანსაცმელს ნახავ და არ დაგჭირდება ზრუნვა გაწმენდასა და მკერავთან წაღებაზე. სწრაფად და უფასოდ მოგიტანენ და თუ ვერ მოირგებ უკან დააბრუნებ," – ამბობს თეა.

მეორადი ტანსაცმლის კიდევ ერთი უპირატესობა მისი დაბალი ფასია. თუმცა მაღაზიები აღნიშნავენ, რომ ისინი მთავარ აქცენტს არა დაბალ ფასზე, არამედ ხარისხზე აკეთებენ.

"არ გამოვირჩევით მაღალი ფასებით, თუმცა არც მკვეთრად დაბალი ფასებია. ვცდილობთ, ფასი პროდუქტის და სერვისის შესაბამისი იყოს. სერვისი კი მაქსიმალურად მომხმარებელზეა მორგებული. მომხმარებელს პროდუქტის მისაღებად დიდხანს ლოდინი არ უწევს. შესყიდვიდან 24 საათის განმავლობაში, მიტანის უფასო სერვისით, სასურველ ლოკაციაზე მიიღებს მას," – ამბობს ელენე.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დაბალი ფასის გამო არ ხდებოდეს შეძენა. არ გვინდა, ფასი იყოს მთავარი მამოძრავებელი. ჩვენ ვართ სწრაფი მოდის წინააღმდეგ, ანუ იაფად, ბევრი და ხშირად ის ცნებები არ არის, რომელთა გამყარებაც გვსურს. ნაკლები, ხარისხიანი, სწორედ ის, რაც ძალიან გვსურს და დიდ ხანს გამოვიყენებთ და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად, ეს არის ჩვენი მიდგომა," – განმარტავს თეა.

ორივე მაღაზია შედარებით ახალია. მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლისა და სერვისის დახვეწის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. უახლოეს მომავალში ორივე სტარტაპი პროდუქციის გამრავალფეროვნებას და მამაკაცის ხაზის დამატებას აპირებს.

ambebi.ge


ნანახია: 2249-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეორადი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკმაოდ მოთხოვნადი ბიზნესია.
მეორადი ტანსაცმლის, იგივე second hand-ის შეძენა დღეს ქართველი მომხმარებლისათვის ჩვეეულ მოვლენად იქცა.
მაღაზიაში ისეთი ბრენდების პროდუქცია გაიყიდება, როგორიცაა: ZARA, MANGO, BENETTON და SISLEY.
საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 350 ადამიანის დამატებას გეგმავს.
პირადი ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტანსაცმლის სისუფთავე.

ამინდი