Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის' გეგმები-რას სთავაზობს ცენტრი ემიგრანტებს და არა მხოლოდ მათ?

თარიღი : 27-03-2017, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი"-ასეთია იმ ორგანიზაციის სახელწოდება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პრობლემებისა და მათი საჭიროებების კვლევითაა დაკავებული.

რა პრობლემებზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტები, რას სთხოვენ ქვეყნის ხელისუფლებას და რა პროგრამებს ახორციელებს "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" ემიგრანტთა დასახმარებლად? ამ და სხვა თემებზე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ცენტრის დამფუძნებელს, უფლებადამცველ ლედი ტუკვაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ლედი, რამდენიმე წელია, რაც "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში ცენტრმა ემიგრანტებისათვის რამდენიმე უფასო იურიდიული და სამედიცინო აქციის განხორციელება შეძლო. გარდა ამისა, პერიოდულად ხვდებით ემიგრანტებს. რა პრობლემებზე საუბრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტები?


არსებობს უამრავი პრობლემა, რაც დაკავშირებულია სამართლებრივი და საკითხების მოწესრიგებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაზეა დამოკიდებული საქართველოში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობის არსებობა, ქართველ ემიგრანტებს თავად აქვთ დიდი პრობლემები. ამ ადამიანების უმრავლესობა თავად ამბობს უარს თუნდაც სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, რათა საქართველოში დატოვებული ოჯახების რჩენა შეძლონ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ გვერდით დაუდგეს ემიგრანტებს და იურიდიული სერვისები შესთავაზოს მათ.

ქალბატონო ლედი, რას ამბობენ ეს ადამიანები? რამდენად აქცევთ მათ ყურადღებას სახელმწიფო?


"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" ემიგრანტებისთვის ახორციელებდა უფასო იურიდიული და სამედიცინო დახმარებების აქციას, რომელსაც მხარს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიც უჭერდა. დღეს ფაქტიურად 2 მილიონამდე ემიგრანტს გაუუქმეს აღნიშნული სამინისტრო, შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორებთან ურთიერთობის სამმართველო. ემიგრანტებისთვის პრობლემა გახდა კომუნიკაცია აღნიშნულ სამმართველოსთან. არ ვიცი აღნიშნული ამ სამმართველოს უფუნქციობის თუ იქ მომუშავე ადამიანების ბრალია, თუმცა საკმაოდ ძლიერი დიასპორული ორგანიზაციებია როგორ საქართველოში, ისე მსოფლიოში და ჩვენ ერთად უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს დიასპორებთან ურთიერთობის სამმართველოს გააქტიურება, მისი ეფექტური საქმიანობა, რათა ემიგრანტებს არ გაუჩნდეს ის განწყობა, რომ მათ ქვეყანაში ისინი არავის სჭირდება.

თქვენ ახსენეთ, რომ "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" ცდილობს ემიგრანტებს სხვადასხვა სერვისი შესთავაზოს. რას გულისხმობს თქვენი სერვისები?

დაიწყო "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის" პროექტი "ადვოკატები ემიგრაციისათვის". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "საერთაშორისო იურიდიული კომპანია" იწყებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის. ჩვენი პორტალის -emiglowyerს. com.-ის და სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით თქვენ შეძლებთ დაუკავშირდეთ "საერთაშორისო იურიდიული კომპანიის" ადვოკატებს. კომპანიის ვებ-გვერდზე ასევე ფუნქციონირებს ონლაინ დახმარების სერვისიც. ნებისმიერი, თქვენთვის საინტერესო საკითხის შემთხვევაში ოპერატიულად მიიღებთ პასუხს დასმულ კითხვაზე. რაც შეეხება კომპანიის სხვა სერვისებს, დაინტერესებული და საჭიროების მქონე პირები ადვოკატის მომსახურებას მიიღებენ სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სამეწარმეო, საგადასახადო და სხვა სფეროებზე. ასევე, ჩვენი საშულებით შესაძლებელია დაუკავშირდნენ ნოტარიუსს, დაამოწმებინონ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და თარჯიმანთა ბიუროების მომსახურება. კომპანიის ოფისი ემიგრანტების გარდა თარჯიმანთა ბიუროებთან დააკავშირებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც. კომპანიის პირველი ოფისი გაიხსნა იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვერონაში. აპრილის თვისთვის იგეგმება ოფისების გახსნა სტამბოლსა და ათენში, მაისში -ამერიკის შეერთებულ შტატებში. წლის ბოლომდე კი უკვე დასრულდება იურიდიული კომპანიის ოფისების გახსნა გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და რუსეთში. საერთაშორისო იურიდიული კომპანია უახლოეს დღეებში გახსნის ოფისს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, სადაც მათ კვალიფიციურ ადვოკატებთან ერთად მოემსახურებიან თარჯიმანთა ბიუროს თარჯიმნები. ასევე, ჩვენი ოფისი დაეხმარება ისეთ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრებს ან ახლობლებს საზღვარგარეთ სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ, ხოლო ოჯახის წევრები მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.

"საერთაშორისო იურიდიული კომპანია" მხოლოდ ემიგრანტებს გაუწევს იურიდიულ მომსახურებას თუ მისი სერვისებით საქართველოშიც იქნება სარგებლობა შესაძლებელი?

რა თქმა უნდა. კომპანიის სერვისებით საქართველოშიც ისარგებლებენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. რაც შეეხებათ ემიგრანტებს, ცენტრი მათთვის პერიოდულად სხვადასხვა სერვისის შეთავაზებას გეგმავს.


ნანახია: 1826-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" ემიგრანტებისათვის ახალ პროექტებს ამზადებს.
აქციის ორგანიზატორია ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი.
'ემიგრაციის საერთაშორისა ცენტრისა' და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმების მიერ იტალიაში
ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში მცხოვრები ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში წლები იმყოფება

ამინდი