ქუთაისში მარტოხელა დედას სოციალური შემწეობა მოუხსნეს
თარიღი : 27-03-2017, 13:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მცხოვრები მარტოხელა დედა ქრისტინე გაბუნია სოციალური შემწეობის გარეშე დარჩა. გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან დახმარებას ბინის ქირაზე, კომუნალურებსა და ბავშვების საკვებზე ანაწილებდა.
"ერთი ნაქირავები ბინიდან მეორე ბინაში გადმოვედი. სოციალური მომსახურების სააგენტოდან შემოწმებაზე ძველ მისამართზე მივიდნენ. რადგან იქ არ დავხვდი, დახმარება მომიხსნეს. გადამისამართება უნდა გაგეკეთებინაო, თუმცა ეგ არ ვიცოდი. არ ვიცი რა უნდა ვქნა, საარსებო წყაროს გარეშე ვარ დარჩენილი," - ამბობს ქრისტინე გაბუნია.
მარტოხელა დედის პრობლემას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია გაეცნო. წულაიამ ხელისუფლებას მარტხოელა დედის პრობლემით დაინტერესებისა და ქვეყანაში საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებისაკენ მოუწოდა.
ქრისტინე გაბუნიას პრობლემასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახს დახმარების მიღება შეუწყდა. სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ამბობს, ოჯახის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო მათ საქმეს განიხილავს.
ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ინფორმაციით, სოციალური შემწეობის მისაღებად ბაზაში ქუთაისის მასშტაბით 9 000-მდე ოჯახია რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობას 3 400 ოჯახი იღებს.