Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო

თარიღი : 27-03-2017, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო.

პროექტს, რომლის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს, ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს.

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობისათვის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და უნივერსიტეტის რექტორ- მასწავლებლები დაესწრნენ.

"თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბიბლიოთეკაში განთავსდება თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით, საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით, სამკითხველო დარბაზები, იშვიათ გამოცემათა განყოფილება. იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში განთავსებული იქნება ბიბლიოთეკაში დაცული ძველი და უნიკალური წიგნები, საგამოფენო სივრცე, რესტავრაციისა და კონსერვაციის სამსახური, ასევე, დიგიტალიზაციის სამსახური,"- განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.

ბიბლიოთეკის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული საწარმო „იმერეთი“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო


ნანახია: 2247-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბიბლიოთეკის შენობაში ამჟამად შიდა საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და რემონტი მიმდინარეობს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიბლიოთეკის კორპუსის აშენების იდეა უნივერსიტეტის რექტორს,გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო
20 დღეში გადაწყდება შევა თუ არა საჯარო ბიბლიოთეკაში აუდიტი
მერის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო ბიბლიოთეკისათვის ადგილის შეცვლაზე ფიქრობს.
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება.

ამინდი