Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კორპუსების დეზინფექციის სახელით მოსახლეობისგან ორ ლარს ითხოვენ

თარიღი : 25-03-2017, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, უცნობი პირები მოსახლეობისგან თანხებს ითხოვენ.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში მოქალაქეები განმარტავენ, რომ მათ უცნობი პირები სახლებში აკითხავენ და ორ ლარს სთხოვენ. თანხის მოთხოვნის მიზეზად კი კორპუსებისათვის დეზინფეციის ჩატარებას ასახელებენ.

"ვიღაც უცნობმა ადამიანმა კარზე დააკაკუნა და ორი ლარი ითხოვა, კორპუსს და სადარბაზოს დეზინფექცია უნდა ჩავუტაროო. მე არ მიმიცია თანხა, თუმცა როგორც შემდეგ გავიგე, ჩემი მეზობლებისათვის გამოურთმევია. სადარბაზოში საწვავის მაგვარი, რაღაც საშინელი სითხე იყო მოსხმული," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.

უცნობი პირები კორპუსებისათვის დეზინფექციის ჩატარების შეთააზებით უკვე იმყოფებოდნენ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში.

კორპუსებისათვის დეზინფექციის ჩატარებას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ პირები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხებს კრებენ, მათთან კავშირში არ არიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.


ნანახია: 3671-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ საცხოვრებელ სახლებში უცნობი პირები მიდიან, დეზინფექციის ჩასატარებლად თითო ლარს კრებენ და შემდეგ
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უცნობი პირები, რომლებიც თავიანთ ვინაობას არ ასახელებენ, მოქალაქეებთან სახლში მიდიან და მათგან
ქუთაისის  მოსახლეობა ბოლო დროს სადეზინფექციო აფიორის მსხვერპლი აღმოჩნდა. 
მოსახლეობა ჯიბლაძის ხუთ ნომერში, მიტოვებულ ეზოში არსებული ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელის გასუფთავებას და ტერიტორიის დეზინფექციის
სამუშაოებს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.

ამინდი