'გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის,'- საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ქუთაისში
თარიღი : 24-03-2017, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით, საქველმოქმედო გამოფენა-აყიდვა მოეწყო. გამოფენა ,,გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის" ყოველწლიურად იმართება. გერმანელი ოჯახები ხელნაკეთ ნივთებს გამოფენაზე ყიდიან და შემოსული თანხით სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან. ქველმოქმედებაში წვლილი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა, მოადგილე ნიკა ლატარიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა შეიტანეს.