Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ქუთაისის მერიის საქმიანობის საზოგადოებისთვის წარდგენა ჩვენი ვალდებულებაა

თარიღი : 24-03-2017, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა გასული წლის ავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაასახელა.

„ 2012-13 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული ხარჯები სულ 2 900 000 ლარით შემცირდა. კლების პროცესი ყოველ წელს მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ანგარიშშიც აისახება. ასევე მნიშვნელოვნად მინდა გამოვყო მომსახურების იმ სტანდარტების დანერგვა, რაც მერიაში დაიწყო,“ - განაცხადა ჯავახიამ.

ანგარიში მიხედვით, მერიაში 2012 წლის შემდეგ ზოგადი ადმინისტრაციული ხარჯები 6 მილიონიდან 4 მილიონამდე შემცირდა, ხოლო პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხები ნახევარ მილიონამდეა დასული.

ქალაქის მერის შოთა მურღულიას თქმით, ანგარიშის გასაჯაროვება და საზოგადოებისთვის წარდგენა მათი ვალდებულებაა. მერმა ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებოდა გასულ წელს გამოქვეყნებული გაზეთი „ანგარიში ხალხს“, რომლის გამოცემაზეც 24 000 ლარი დაიხარჯა.

მარიამ კვერნაძე


ნანახია: 1380-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიგელები ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიშის პრეზენტაციაზე გადაეცათ.
ქუთაისის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ 'მაესტროს' იმერეთის კორესპონდეტს შეურაცყოფა მიაყენა.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
2016 წელს ქუთაისის მერიაში პრემიის სახით 450 455, ხოლო დანამატის სახით 195 541 ლარი გაიცა. ფინანსური წახალისების მეთოდი
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანგარიში გაზეთის სახით დაიბეჭდა, რომლის გავრცელება უკვე

ამინდი