Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

თარიღი : 24-03-2017, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „ჯი-არ-სი“ ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის.
აღნიშნული საწარმო ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მოეწყობა და ის კომპანიას სახელმწიფოს მხრიდან 1 ლარად გადაეცა.

კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის.

შპს „ჯი–არ–სი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდა. საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს შეადგენს.


ნანახია: 1708-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 350 ადამიანის დამატებას გეგმავს.
საწარმო ყოველწლიურად მინიმუმ 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.
საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.
სოფელ ბზვანში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას საფუძველი იმერეთის ვიცე-გუბერნატორებმა, პარლამენტის წევრმა დავით
გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერა.

ამინდი